Thumbnail
  • საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა
  • ლიპარტელიანმა კორელი დაამარცხა, სულამანიძემ - ელნაჰასი

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე, 100-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ვარლამ ლიპარტელიანმა და ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლეს.

32 წლის ვარლამ ლიპარტელიანმა 1/4-ფინალში სერბ ალეკსანდარ კუკოლთან იპონით წააგო, რის შემდეგაც რეპეშაჟში არმან ადამიანს აჯობა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მიხაელ კორელს დაუპირისპირდა, რომელსაც ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მეტოქე შებოჭა და ბრძოლა ავასატე-იპონით დაასრულა.

📺 | ვარლამ ლიპარტელიანი V მიხაელ კორელი

19 წლის ილია სულამანიძემ 1/4-ფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკასთან იპონით წააგო, მანამდე კი თურქ მერტ სისმინლარს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვსა და მონღოლ ოტგონბაათარ ლხაგვასურენს აჯობა.

ილიას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კანადელი შადი ელნაჰასი იყო. ბრძოლის ბოლო წუთზე ორივე ძიუდოისტს ვაზარი მოუხსნეს, რის შემდეგაც სულამანიძემ დამატებით დროში ვაზარით ბრინჯაოს მედლის მოგება მოახერხა და 19 წლის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატის მედალს დაეუფლა.

📺 | ილია სულამანიძე V შადი ელნაჰასი

შეგახსენებთ, რომ ასაქართველოს ნაკრების ანგარიშზე ბუდაპეშტში მოპოვებული 4 მედალია - ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (-73) გახდა, ვიცე-ჩემპიონი კი - ტატო გრიგალაშვილი (-81), ხოლო ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

12 ივნისს +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი იასპარეზობს, რომელიც მე-2 წრეში სენეგალელ მბაგნიკ ნდიაიეს დაუპირისპირდება. ქალთა შორის სოფიო სომხიშვილი პირველ წრეში (+78) სამხრეთკორეელ ჰაიუნ კიმს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები