Thumbnail
  • იურგენ კლოპი ვეინალდუმის შემცვლელს ეძებს
  • გერმანელმა ერთ-ერთ ვარიანტს სამშობლოში მიაგნო

სეზონის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი ლივერპულს უფასოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებდა. ნიდერნალდელი ფეხბურთელმა ახლა უკვე ოფიციალურად შეიცვალა გუნდი და იგი მომავალი სეზონიდან პარი სენ-ჟერმენში ითამაშებს.

"მერსისაიდელთა" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ვეინალდუმის შემცვლელს ეძებს და Sport 1-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტს გერმანიაში მიაგნო. იურგენს ინგლისურ კლუბში მიონხენგლადბახის ბორუსიას ფეხბურთელის ფლორიან ნოიჰაუსის ხილვა სურს.

ფლორიანი ახლა გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოიჰაუსსა და კლოპს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

24 წლის ფეხბურთელს გლადბახთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა. გარდა ლივერპულისა, ახალგაზრდა გერმანელით მიუნხენის ბაიერნიც ინტერესდება.

კომენტარები

ბოლო ამბები