Thumbnail

უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა კარს მომდგარ ევროპის ჩემპიონატზეც ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეზობელი ქვეყნების ეროვნული გუნდები ერთ ჯგუფში არ გამოდიან, უკრაინის ქალაქ ლვოვის ერთ-ერთ ფანზონაში რუსეთის ნაკრების მატჩებს მაინც უყურებენ, ოღონდ - მის მეტოქეს უგულშემატკივრებენ.

ლვოველი ფანების ფესტივალის გვერდზე (Lviv Fan Festival) გაჩნდა ინფორმაცია, რომ ქალაქის ცენტრში რუსეთი-ბელგიის მატჩის ერთად ყურების ორგანიზება იგეგმება. B ჯგუფის ეს შეხვედრა 12 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში გაიმართება და რუსეთის ნაკრების კარში გასულ ყოველ გოლზე ღონისძიების სტუმრებს უფასოდ 100 ბოკალ ლუდს მიართმევენ. 

"ვადღეგრძელოთ დე ბრუინი და ლუკაკუ", - აქვს მინაწერი ფოტოს, გვერდის გამომწერებმა კი ფესტივალის ორგანიზატორებს გადაწყვეტილება მოუწონეს.

შეგახსენებთ, რომ სკანდალური გამოდგა უკრაინის ეროვნული ნაკრების ფორმა, რომლითაც ანდრეი შევჩენკოს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. უკრაინელებმა მაისურაზე ქვეყნის ტერიტორა, ყირიმთან ერთად გამოსახეს, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული. რუსების პროტესტი უეფამ არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები