Thumbnail

მეორე ქართველი აპოლონში - ინჯგიას ტრანსფერი დადასტურდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რევაზ ინჯგიამ აპოლონთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • კვიპროსულ გუნდში გიორგი პაპუნაშვილიც თამაშობს

ქართველი ფეხბურთელი რევაზ ინჯგია კარიერას ლიმასოლის აპოლონში გააგრძელებს. კვიპროსულმა გუნდმა ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა.

20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა აპოლონთან კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონი თელავში დაიწყო, რომლის მაისურით 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის თბილისის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა.

აპოლონში ინჯგია მეორე ქართველი ფეხბურთელია. ლიმასოლელთა რიგებში გიორგი პაპუნაშვილიც თამაშობს. აპოლონი გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 54 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და ჩემპიონ ომონიას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები