Thumbnail
  • იუტა ჯაზი 117:111 ლოს ანჯელეს კლიპერსი
  • იუტამ სერიაში უპირატესობა გაზარდა - 2-0
  • დონოვან მიტჩელი კვლავაც ყვეელაზე შედეგიანი იყო
  • ლეონარდსა და ჯორჯს გათანაბრების იმედი აქვთ

იუტა ჯაზმა NBA-ს პლეი ოფში ლოს ანჯელეს კლიპერსს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო და სერიის ანგარიშში სხვაობა გაზარდა - 2-0. 

წინა დაპირისპირებისგან განსხვავებით, იუტამ თავიდანვე მოიპოვა ანგარიშში უპირატესობა და კლიპერსი ბოლო მეოთხედამდე მდევრის როლში ამყოფა. სტუმრება ანგარიშში წინ გასვლა სულ ერთხელ, მეოთხე პერიოდის შუაში მოახერხეს (101:99), როდესაც რეჯი ჯექსონმა ზედიზედ ორჯერ ზუსტი სამქულიანი ტყორცნა. ამან იუტას ლიდერი დონოვან მიტჩელი წყობილებიდანაც კი გამოიყვანა, რომელმაც ჯავრი სკამზე იყარა.

მაგრამ ეს იყო და ეს - დარჩენილ დროში იუტამ წინ გასვლა ისევ მოახერხა და მატჩის ბედიც თავის სასარგებლოდ გადაწყიტა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო კვლავაც დონოვან მიტჩელი იყო, რომელმაც 37 ქულა ჩააგდო. ჯორდან კლარკსონი 24 ქულით გამოირჩა, ხოლო ჯო ინგლსი - 19 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალაა რუდი გობერმა, რომელმაც 13 ქულას 20 მოხსნა (!) მიუმატა. ზოგადად, მასპინძელთა უპირატესობა პერიმეტრიდან სროლის მაღალმა სიზუსტემ განაპირობა, რამაც 51.3% შეადგინა - იუტელებმა 39 სამქულიანიდან 20 ჩააგდეს. 

რუდი გობერი ფარქვეშ ფენომენალური იყო

სტუმართა რიგებში შედეგიანობით რეჯი ჯექსონი (29 ქულა), პოლ ჯორჯი (27 ქულა, 10 მოხსნა) და კავაი ლეონარდი (21 ქულა) გამოირჩნენ. 

კლიპერსის ვარსკვლავები კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი იმედოვნებენ, რომ მომდევნო მატჩები, რომლებიც ლოს ანჯელესში გაიმართება, მათი გუნდის სასარგებლო შედეგი დადგება და სერიაში ანგარიში გათანაბრდება.

"მოედანზე ხასიათი ყველამ უნდა ვაჩვენოთ. უნდა გადავხედოთ, რა როგორ გავაკეთეთ პირველ ორ თამაშში და შევეცადოთ, შევამციროთ შეცდომები. წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა და მზად ვართ გამოწვევისთვის", - თქვა თამაშის შემდეგ კავაი ლეონარდმა.

"მეტოქეს საკადრისი უნდა მივაგოთ. იუტა მძიმე მოწინააღმდეგეა, რომელიც დასავლეთში პირველი შემთხვევით არ გახდა. რთული გუნდია. მაგრამ ხედავთ, რომ ისევე მივდივართ, როგორც დალასთან სერიაში. არის ბევრი დეტალი, რომელთა გაუმჯობესება შეგვიძლია. ჩვენი ბრალია ის, რომ თამაშში ბევრი ნაკლი გვაქვს. რაც უნდა კარგად თამაშობდეს მეტოქე, არის მომენტები, რომლებსაც თავად ვუშვებთ. სირთულეების მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ სერიას გავაკონტროლებთ. შინ ვბრუნდებით და უნდა შევეცადოთ, სერია გავათანაბროთ", - აღნიშნა პოლ ჯორჯმა.

იუტა ჯაზისა და ლოს ანჯელეს ლეიკერსიის სერიის მესამე დაპირისპირება თბილისის დროით 13 ივნისს, გამთენიისას გაიმართება. მესამე მატჩს უკვე კლიპერსის საშინაო არენა “სტეიპლს ცენტრი” უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები