Thumbnail

ინგლისმა შემადგენლობა დაასახელა - ვინ დატოვა საუთგეიტმა მსოფლიოს მიღმა?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სამი ლომი რუსეთში - შემადგენლობა ცნობილია!
  • ჰარტი და უილშირი მუნდიალზე არ წაიყვანეს, საუთგეიტი აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს...

დღეს, გარეტ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ბრიტანელები რუსეთში ახალგაზრდა, გამოუცდელი, მაგრამ კარგ ფორმაში მყოფი მოთამაშეებით გაემგზავრებიან.

ეს ინგლისელებისთვის ერთგვარი სიახლეა, ასეთი ახალგაზრდა და მოქნილი მოთამაშეთა ჯგუფით, ლომებს დიდ ტურნირზე არასოდეს უთამაშიათ. განსაკუთრებით თუ გადავხედავთ ბოლო დეკადების ვარსკვლავურ შემადგენლობებს, რომლებმაც ვერაფერს მიაღწიეს.

მარტის ამხანაგურები

► მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ჯეკ ბატლანდი (სტოკ სიტი), ნიკ პოუპი (ბარნლი)

► მცველები: ეშლი იანგი, ფილ ჯონსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული), კაილ უოკერი, ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), ჰარი მაგუაიერი (ლესტერ სიტი), დენი როუზი, კირან ტრიპიე (ტოტენჰემ ჰოთსპური), გარი კეჰილი (ჩელსი)

► ნახევარმცველები: ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), დელე ალი, ერიკ დაიერი (ტოტენჰემ ჰოთსპური), ჯესი ლინგარდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ფაბიან დელფი (მანჩესტერ სიტი), რუბენ ლოფტუს-ჩიკი (ჩელსი)

► თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოთსპური), ჯეიმი ვარდი (ლესტერ სიტი), დენი უელბეკი (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), მარკუს რაშფორდი (მარნჩესტერ იუნაიტედი)

► რეზერვი: ტომ ჰიტონი, ჯეიმს ტარკოვსკი (ბარნლი), ლუის კუკი (ბორნმუთი), ჯეკ ლივერმორი (ვესტ ბრომვიჩი), ადამ ლალანა (ლივერპული)

England's 2018 FIFA World Cup squad

For the nation, by the nation. Our official FIFA World Cup squad announcement.

Posted by England football team on ოთხშაბათი, 16 მაისი, 2018

გარეტ საუთგეიტი, რომელიც ნაკრებში როი ჰოჯსონის შემდეგ დროებით მწვრთნელად დაინიშნა, აცხადებდა, რომ მის გუნდში სელექცია მოთამაშეთა იმ კონკრეტულ მოცემულ დროში არსებული ფორმით მოხდებოდა. შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს დანაპირები ინგლისელმა შეასრულა.

სტივენ ჯერარდი (ინგლისი 2000-2014)
"ჩვენი მთავარი მინუსი გუნდში არსებული ატმოსფერო იყო. დიდ ტურნირებზე მხოლოდ ჭამის დროს ველაპარაკებოდით ერთმანეთს. იქაც ცალ-ცალკე ვისხედით - იუნაიტედის ფეხბურთელები ცალკე, ლივერპულელები ცალკე, ლონდონელები ცალკე. ეს, შემდეგ მინდორზეც გვეტყობოდა. ამ ახალგაზრდებს შორის ასეთი გამოკიდებულება არ არის და ეს მახარებს."

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ახალგაზრდულმა გუნდებმა, გასულ წელს - 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მოიგეს; ასევე, მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ 20 და 17-წლამდე ასაკობრივ გუნდებში. გარდა ამისა, მოსამზადებელმა ნაკრებმა - 18-წლამდელებმა, პრესტიჟული და ტრადიციული ტულონის ტურნირი მოიგეს.

'A NEW ENGLAND'

ახალი ინგლისი - ასეთ კამპანიას აწარმოებს ფეხბურთის ასოციაცია, რომელიც არ ცნობს ძველ, დრამატულ მემკვიდრეობას, მაგრამ დიდი ტურნირის სიმძაფრე არასოდეს უგრძვნია.

ნაკრების ახალი თაობა

საუთგეიტს იმედი აქვს, რომ ეს, პატარების მუხტი, დიდ ნაკრებსაც გადაედება, მაგრამ ამას შესარჩევი ციკლით და ამხანაგურებით ვერ შევაფასებთ. ყველაფერი 18 ივნისს ვოლგოგრადში, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ტუნისის წინააღმდეგ გამოჩდნება.

ფრენკ ლამპარდი (ინგლისი 1999-2014)
"კარგია, რომ არაადეკვატური მოლოდინები აღარ არსებობს. საერთოდ რატომ არსებობდა არ ვიცი... ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ მოვიგეთ ტიტული. ამ ბიჭებს ის ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი აქვთ, რაც ჩვენ გვქონდა. მათ ტურნირის მოგებას არავინ თხოვს და ეს ძალიან დიდი პლიუსია. გავიდნენ და თავისი თავი აჩვენონ, აჩვენონ ის ფეხბურთი, რასაც პრემიერლიგაში თამაშობენ!

2006, 2010 და 2014 წლების მუდნიალებს თუ გადავხედავთ, ინგლისლებს ტურნირისადმი განწყობა და ფორმა პირველივე მატჩებში ეტყობოდათ - პარაგვაისთან, ამერიკასთან და იტალიასთან ჩატარებულ შეხვედრებში ინგლისი ისე საშინლად გამოიყურებოდა, როგორც შემდეგ მთელი ტურნირი.

2006 წლის მუნდიალის ვარსკვლავური შემადგენლობა
 

ტრავმის გამო, საუთგეიტის სელექციურ პროცესში ლივერპულელებმა - ჯო გომესმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ვერ მიიღეს მონაწილეობა. მსოფლიოს, მწვრთნელის გადაწყვეტილებით ინგლისის გამოცდილი მეკარე - ჯო ჰარტი და არსენალის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი გამოტოვებენ.

უილშირს, რომელიც ბოლო წლებში ტრამვიანობის გამო არსენალის ნახევრად სათადარიგო მოთამაშე იყო, ნაკრებში შანსი არაერთხელ მიეცა, მათშორის დიდ ტურნირებზე, თუმცა ლონდონელმა გულშემატკივარს თავი ინერტული და ცუდი ფეხბურთით დაამახსოვრა.

ჯო ჰარტმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის სახით სუსტი ტურნირი ჩაატარა - გაუშვა ბეილის 35 მეტრიდან დარტყმული და სიგტორსონის დაგორებული ბურთი, რამაც ინგლისი ტურნირს გამოთიშა.

შემადგენლობაში ვერ მოხვდა მანჩესტერ იუნაიტედის დაცვის ერთ-ერთი ლიდერი - კრის სმოლინგი, რომელიც საუთგეიტმა მარტშიც არ გამოიძახა, იმ მიზეზით, რომ მთავარ მწვრთნელს დაცვის ცენტრში ბურთის კარგად მცოდნე მოთამაშეები სჭირდება. რაზეც სმოლინგმა განაცხადა, რომ ამ კომპონენტში საერთოდ არ უჭირს.

რუსეთში კაპიტნის თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული

ინგლისელები მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ეტაპს, უემბლიზე - 2 ივნისს ნიგერიის წინააღმდეგ მატჩით დაიწყებენ, ხოლო 7-ში ლომები ლიდსის ელან როუდზე კოსტა რიკას უმასპინძლებენ.

► სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები