Thumbnail

მამუკა გორგოძე ქუჩაში შეუძლოდ გამხდარ მოქალაქეს დაეხმარა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მამუკა გორგოძის მისაბაძი საქციელი
  • ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე თბილისის ქუჩაში შეუძლოდ გამხდარ თანამოქალაქეს დაეხმარა. "გორგოძილა" მანქანით მოძრაობდა, როდესაც შეამჩნია, რომ ხანშიშესული მამაკაცი შეუძლოდ იყო და მას დახმარება სჭირდებოდა.

მამუკამ მანქანა გააჩერა, მასთან მივიდა, ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა და შემდგომ ისევ ავტომობილში ჩაჯდა და გზა განაგრძო. გორგოძეს ვიდეო სხვა მანქანიდან გადაუღეს და დავით მიქაბერიძის გადაღებული კადრები ტელეკომპანია "ფორმულამ" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა მორაგბემ კარიერა გასული წლის აპრილში დაასრულა. გორგოძემ საკლუბო კარიერაში მხოლოდ სამ გუნდში ითამაშა - ლელო სარასენსში, მონპელიესა და ტულონში, "ბორჯღალოსნებში" კი 75 კეპი დააგროვა და 135 ქულა მიითვალა.

როგორ ეხმარება მორაგბე მამუკა გორგოძე ქუჩაში შეუძლოდ გამხდარ მოქალაქეს

💢 როგორ ეხმარება მორაგბე მამუკა გორგოძე ქუჩაში შეუძლოდ გამხდარ მოქალაქეს

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 10 ივნისი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები