Thumbnail
  • ცსკა მოსკოვი 89:81 (3:0) უნიქსი
  • თორნიკე შენგელია: 19 ქულა და 7 მოხსნა

VTB გაერთიანებული ლიგის ფინალური სერიის მესამე მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ყაზანის უნიქსს მოსკოვში უმასპინძლა, 89:81 დაამარცხა და სერია 3:0 მოიგო.

თორნიკე შენგელიამ ტიტული საქართველოს დროშით იზეიმა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 35:16 წუთში 19 ქულა ჩააგდო, რაც გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო შედეგია. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 7 მოხსნა და თითო პასი და დაფარებაა. უნიქსში საუკეთესო ამერიკელი ბრაუნი იყო 25 ქულით და 11 მოხსნით. 

შეგახსენებთ, რომ ეს თორნიკე შენგელიას პირველი ტიტულია მოსკოვური კლუბის შემადგენლობაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები