Thumbnail

Indianapolis Star-ის ჯეი მაიკლის ექსკლუზიური ინფორმაციით, NBA-ის ორი გუნდი სერიოზულად არის დაინტერესებული ინდიანა პეისერსის სასტარტო ცენტრის, მაილს ტერნერის ტრეიდით. საუბარია შარლოტ ჰორნეტსა და მინესოტა ტიმბერვულვსზე. 

ტერნერს ინდიანასთან კონტრაქტი 2023 წლის ჩათვლით აქვს. ESPN-ის ედრიან ვოინაროვსკი ამტკიცებს, რომ მას მერე, რაც ინდიანამ მწვრთნელი ნეიტ ბიორკგრენი გაუშვა, ორგანიზაცია სეზონის დაწყებამდე დიდ ცვლილებებს გეგმავს. იმისთვის, რომ ახალი გუნდის "შენება" დაიწყოს, ინდიანას მოუწევს ლიგაში დაცვაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის გაშვება. შეგახსენებთ, რომ მაილს ტერნერი საშუალოდ 3.4 დაფარებას აკეთებს, რაც NBA-ში საუკეთესო შედეგია. 

თუ ტერნერი წავა, გოგა ბითაძეს ინდიანაში მეტი სათამაშო დროის მიღება შეუძლია. 8points9seconds.com ტერნერის წასვლის შემთხვევაში, 4 სავარაუდო შემცვლელს ასახელებს. ერთ-ერთი ვარიანტია ოშეი ბრისეტი, რომელსაც ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა ინდიანაში. მიუხედავად იმისა, რომ ნომინალური მძიმე ფორვარდია, მან ამ სეზონში 16 მატჩი დაიწყო ცენტრის პოზიციაზე. ტერნერისა და საბონისისი ტრავმები ყველაზე მეტად ბრისეტმა გამოიყენა და არა გოგამ (რომელიც გარკვეული დრო თავადაც ტრავმირებული იყო). საიტი ასევე მიიჩნევს, რომ მაილსის შეცვლა რობერტ კოვინგტონს, ჯონათან აიზეკს და ოუ ჯი ანონუბის შეუძლიათ. როგორც ხედავთ, 8points9seconds.com არ განიხილავს, რომ ბითაძეს სასტარტო ცენტრის პოზიციაზე მაილს ტერნერის შეცვლა შეუძლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები