Thumbnail

ლებრონ ჯეიმსს 23 აღარ სურს და ძველ ნომერს იბრუნებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ლებრონ ჯეიმსი მომავალი სეზონიდან ძველი ნომრით ითამაშებს. ლოს ანჯელეს ლეიკერსის სუპერვარსკვლავი უარს ამბობს 23-ე ნომერზე და ამიერიდან, ისევ 6 ნომერი იქნება. ინფორმაცია ამერიკულ მედიაში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ბრწყინვალე კარიერის დასაწყისში, ლებრონი მაიამიში სწორედ მე-6 ნომერი იყო. აღსანიშნავია, რომ მას აშშ-ის ნაკრებშიც ეს ნომერი ჰქონდა.

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა ლეიკერსმა ამ სეზონში ასპარეზობა პლეი ოფის პირველსავე წრეში დაასრულა. ლებრონის გუნდი ფინიქს სანსთან მერვედფინალურ სერიაში 2:4 დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები