Thumbnail
  • ჟორჟინიო ვეინალდუმი პარიზულ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება
  • ნიდერლანდელისთვის საფრანგეთში თამაში ახალი გამოწვევაა

მოსალოდნელი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა: ჟორჟინიო ვეინალდუმი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელია. ნიდერლანდელი ნახევარმცველი პარიზულ გუნდს ლივერპულიდან უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

30 წლის ვეინალდუმმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. შეფახსენებთ, აქამდე ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ვეინალდუმი ბარსელონაში ითამაშებდა, თუმცა საბოლოოდ პსჟ-ს უკეთეს შეთავაზებას დათანხმდა.

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ ნიდერლანდელმა განაცხადა, რომ მისთვის პარიზულ გუნდში გადასვლა ახალი გამოწვევაა. ვეინალდუმმა ასევე აღნიშნა, რომ პსჟ-ს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს.

"პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმება ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო შემადგენლობას ვუერთდები. პარი სენ-ჟერმენმა ბოლო წლებში დაამტკიცა, რამდენად კარგი გუნდია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად შეგვიძლია, კიდევ უფრო შორს წავიდეთ", - განაცხადა ვეინალდუმმა.

ჟორჟინიო ვეინალდუმმა პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონში 38 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა შეძლო. ნიდერლანდელი პარიზულ გრანდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

კომენტარები

ბოლო ამბები