Thumbnail

გიორგი შერმადინი ლენოვო ტენერიფეს ისტორიის დაწერას აგრძელებს. 31 წლის ქართველმა ცენტრმა ლიგა ენდესას ნახევარფინალური სერიის მე-2 შეხვედრაში ბარსელონასთან მოგებულ მატჩში (80:68) მარგი ქმედების +37 კოეფიციენტი დააფიქსირა, რაც ტენერიფეს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ACB ლიგის ვებგვერდის ცნობით, კანარიული კლუბის ისტორიაში ამაზე მაღალი შედეგი პლეი ოფში არავის ჰქონია. გიორგიმ ედი ფილიპსის რეკორდი მოხსნა, რომელმაც 1987 წელს გრანადასთან +35 დააფიქსირა.

შერმადინმა ბარსელონასთან 27 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. სერიაში ანგარიში თანაბარია (1:1) და მე-3 მატჩი ბარსელონაში 11 ივნისს გაიმართება.

📺 გიორგი შერმადინის მომენტები ბარსელონასთან

კომენტარები

ბოლო ამბები