Thumbnail
  • ნეიმარმა კონტრაქტის გახანგრძლივებამდე მბაპეს გუნდში დატოვება მოითხოვა
  • ბრაზილიელს პარიზში ფრანგის გარეშე დარჩენა არ სურს

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში, ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენთან ახალი კონტრაქტი გააფორმა - ბრაზილიელი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში 2025 წლამდე დარჩება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტზე ხელმოწერამდე, ნეიმარმა მოითხოვა, რომ კილიან მბაპე გუნდში დარჩენილიყო და კლუბის ხელმძღვანელობას იგი არ გაეყიდა. ბრაზილიელს არ სურს, რომ პსჟ-ში საკვანძო მოთამაშე მხოლოდ ის იყოს.

ნეიმარს პსჟ-ში მბაპეს გარეშე თამაში არ სურს

კილიანის გადაბირება რამდენიმე ევროპულ გრანდს სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტად მბაპეს ყიდვა მადრიდის რეალს სურს, თუმცა თავად პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას ფრანგი ვარსკვლავის შენარჩუნება უნდა და მის გაყიდვას არ აპირებს.

ნეიმარის მოთხოვნის შემდეგ, მბაპეს სხვა გუნდში ტრანსფერის შანსი კიდევ უფრო მცირდება, თუმცა რამდენი ხნით შეინარჩუნებს პსჟ ფეხბურთელს, რთული სათქმელია. გამოდის, რომ ნეიმარი თავისი მოთხოვნით მბაპეს ტრანსფერს ბლოკავს.

კომენტარები

ბოლო ამბები