Thumbnail
  • ვიტესი 3:2 უტრეხტი
  • კაშია და ვიტესი ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვიან
  • ბოლო წუთზე მოგებული უმნიშვნელოვანესი მატჩი

ჰოლანდიაში ევროპალიგის ბოლო საგზურისთვის იბრძვიან. პლეი ოფის ფინალში ვიტესი და უტრეხტი გავიდნენ. პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა არნემში - მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. ვიტესი შეხვედრაში ორჯერ იგებდა, მაგრამ უტრეხტმა ორივეჯერ მოახერხა გათანაბრება. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გუნდს კაპიტანმა მოაგებინა. 91-ე წუთზე ბიუტნერმა საჯარიმოში ჩააწოდა, კაშამ თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი იენსენის კარში და ვიტესს მოაგებინა.

განმეორებითი შეხვედრა 19 მაისს, გალგენვაარდის სტადიონზე გაიმართება. ვიტესი ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს.
იხილეთ გურამ კაშიას გოლი

 

კომენტარები

ბოლო ამბები