Thumbnail

გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, საფრანგეთის წინააღმდეგ, ლეონ გორეტცკა ვერ დაეხმარება. ბუნდესგუნდის სამედიცინო შტაბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

“ლეონი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი დატვირთვისთვის ბოლომდე მზად არის. ჩვენ მას ამ დღეებში კარგად დავაკვირდებით და დატვირთვების დოზირებას განვსაზღვრავთ. გორეტცკა ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა,” - უთხრა გერმანიის ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა SPORT1-ს და დასძინა: “პირველ მატჩში ლეონი ვერ ითამაშებს. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო მატჩებში შეძლებს გუნდის დახმარებას. გორეტცკა შესანიშნავი პიროვნება და გერმანიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მჯერა, რომ ამ ტურნირზე დიდი როლი ექნება.”

გორეტცკამ გუნდთან ერთად ვარჯიში ოთხშაბათს განაახლა. ბაიერნის ნახევარმცველს ტრავმა 8 მაისის შემდეგ აწუხებდა. გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ 15 ივნისს გამართავს. ბუნდესგუნდს მეორე მატჩი 19 ივნისს, პორტუგალიასთან აქვს და გერმანელები იმედოვნებენ, რომ იმ შეხვედრისთვის გორეტცკა უკვე 100 პროცენტით მზად იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები