Thumbnail
  • ქარიმ ბენზემას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
  • ფრანგებმა დაადასტურეს, რომ ფორვარდი სათამაშოდ მზადაა

საფრანგეთის ნაკრების გულშემატკივრები ქარიმ ბენზემას გამო ნერვიულობდნენ, მაგრამ შეუძლიათ, მშვიდად ამოისუნთქონ - მადრიდის რეალის ეროვნულ გუნდში დაბრუნებული თავდამსხმელი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და არც პირველ მატჩს გამოტოვებს, რომელსაც დიდიე დეშამის გუნდი სამშაბათს, გერმანიის ნაკრებთან გამართავს.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბენზემას ტრავმა სერიოზული არ არის და ის გერმანიასთან სათამაშოდ მზადაა! შეგახსენებთ, რომ ბენზემა ბულგარეთთან ტესტ-მატჩში დაშავდა, რომელიც ფრანგებმა 3:0 მოიგეს.

ქარიმს ბულგარეთთან მატჩში მოედანის დატოვება ნაადრევად მოუხდა

ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლის შემდეგ აღარ იწვევდნენ, რისი მიზეზიც მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეში მისი სავარაუდო მონაწილეობა იყო. დიდიე დეშამმა ეროვნულ გუნდში ფორვარდის დაბრუნების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპის 11 ქალაქში ჩატარდება. საფრანგეთის ნაკრები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთან, უნგრეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები