Thumbnail
  • 2017 წლის რაგბი ევროპას განახლებული ცხრილი
  • რუმინეთს ქულები დააკლეს, ბელგიას და ესპანეთს გაუნულეს
  • საქართველო 2017 წლის რაგბი ევროპას ჩემპიონია

მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე 2017 წლის რაგბი ევროპას განახლებული ცხრილი გამოქვეყნდა, სადაც რუმინეთის ნაკრებს 10 ქულა ჩამოაკლდა, ხოლო ესპანეთისა და ბელგიას შედეგები გაუქმებულია - ორივე ნაკრებს 0 ქულა აქვს.

ქულების დაკლების მიზეზი წესების დარღვევით გამოყვანილი "ნატურალიზებული" მორაგბეები არიან. ვერცერთმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის მიერ წაყენებული ბრალდება ვერ უარყო. შესაბამისად, თითოეული შეხვედრის გამო, რომელშიც ნატურალიზებულმა მოთამაშემ მიიღო მონაწილოება, ნაკრებებს ხუთი ქულა დააკლდათ.

განახლებულ ცხრილში საქართველოს 19 ქულით პირველ ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებმა 2017 წლის რაგბი ევროპას ტიტული უნდა მიიღონ.

მსოფლიო რაგბის ოფიციალური განცხადება რაგბი ევროპის სკანდალურ მატჩებზე

► სამი ნაკრები მოკვეთეს, რუსეთი მსოფლიოს თასზე! სკანდალი რაგბიში დასრულდა?

განახლებული რეიტინგი იხილეთ ბმულზე

თუ რაგბი ევროპა მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებას გაიზიარებს, 2017 წლის რაგბი ევროპას გამარჯვებული საქართველო გახდება.

2017 წლის რაგბი ევროპას განახლებული ცხრილი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები