Thumbnail

ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია - ჯოკოვიჩმა ბერეტინი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:3, 6:2, 6:7, 7:5 მატეო ბერეტინი
  • სერბი ჩოგბურთელი ნახევარფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და იტალიელი მატეო ბერეტინის შეხვედრა სამ საათსა და 32 წუთს გაგრძელდა და ნოვაკის გამარჯვებით დასრულდა. ჯოკოვიჩმა მეტოქეს 4 სეტში 6:3, 6:2, 6:7, 7:5 სძლია და ნახევარფინალის საგზური გაინაღდა, სადაც მისი მეტოქე ესპანელი რაფაელ ნადალი იქნება.

ჯოკოვიჩმა მატეოსთან მოგება ემოციურად აღნიშნა. სერბმა კარიერაში სლემის ნახევარფინალში მეორმოცედ გააღწია და ფინალის საგზურის მოპოვებას ამ ტურნირის 13-გზის ტრიუმფატორთან შეეცდება.

ნადალმა დიეგო შვარცმანს 4 სეტში აჯობა და მე-14 ტიტულის მოგებას ეცდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ალექსანდერ ზვერევი და სტეფანოს ციციპასი შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები