Thumbnail
  • ტენერიფე 80:68 ბარსელონა
  • გიორგი შერმადინი: 21 ქულა, 10 მოხსნა

ესპანეთის ACB ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქე 12 ქულით დაამარცხა - 80:68.

ACB ლიგის წლევანდელი სეზონი საუკეთესო კალათბურთელი (MVP) სასტარტო ხუთეულში იყო, მან 26:48 წუთში 21 ქულასა და 10 მოხსნასა მოუყარა თავი. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. გამარჯვებულთა რიგებში მარსელინო უერტასმა 26 ქულა ჩააგდო, ხოლო ბარსელონას მხრიდან საუკეთესო პაუ გასოლი იყო, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო.

1/2 ფინალის მესამე მატჩი კატალონიაში 12 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ტენერიფემ ამ შედეგით სერიაში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ნახევარფინალურ სერიაში ამ მატჩის მსგავსად მესამე შეხვედრა იქნება, რადგანაც ვალენსიამ საკუთარ არენაზე რეალს მოუგო და ანგარიში გაათანაბრა.

კომენტარები

ბოლო ამბები