Thumbnail

სკოპიე 2018 | ბაგრატ გაგნიძემ რუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 15 მაისს ქართველებმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
  • 16 მაისს ფინალში დავით აბდალაძე იჭიდავებს, 4-ს ბრინჯაოს შანსი 

მაკედონიის დედაქალ სკოპიეში ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 

ბაგრატ გაგნიძე (71 კგ) ფინალში რუს რამაზან აბუზაგიდოვს ხვდებოდა. ქართველმა ტაქტიკურად ჭკვიანურად იჭიდავა და მეტოქე 6:5 დაამარცხა. გაგნიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ბაგრატ გაგნიძის (71 კგ) გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის რამაზან აბუზაგიდოვთან.

ბაგრატ გაგნიძის (71 კგ) გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის რამაზან აბუზაგიდოვთან.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on 2018 წლის 15 მაისი, სამშაბათი

ასპარეზობის მეორე დღეს კიდევ სამი ქართველი ფალავანი ჭიდაობდა მედლებისთვის. 

ვლადიმერ გამყრელიძემ (60) ნამდვილი საჭიდაო სასწაული შემოგვთავაზა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუს ბაგრატ პანდარიასთან ორთაბრძოლაში - პირველი პერიოდი 0:8 დათმო, თუმცა შეხვედრა შემოატრიალა, 13:12 გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვლადიმერ გამყრელიძის საჭიდაო გმირობა.

ვლადიმერ გამყრელიძემ (60 კგ) რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა რუსეთის ნაკრების წევრ ბაგრატ პანდარიასთან 0-8 დათმო პირველი პერიოდი თუმცა მეორე პერიოდში მცირე საჭიდაო სასწაული შემოგვთავაზა და მეტოქე 13-12 დაამარცხა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on 2018 წლის 15 მაისი, სამშაბათი

გიორგი ჭოლაძემ (51) გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო ლატვიელ მოროზვსს (9:7) და მანაც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.  

ერთადერთი ნიკა ბერულავას (92) მოეცარა ხელი - ბრინჯაოსთვის ბრძოლა თურქ ბაირამთან დათმო - 0:10. 

***

დღეს კიდევ 5 წონით კატეგორიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი. დავით აბდალაძე (55) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია გასული, სადაც უკრაინელ ოსტაპენკოს ხვდება. გიორგი გეგელაშვილი (48) და ლუკა მარიამიძე (65) ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ. რეპეშაჟში იჭიდავებენ სოლომონ მანაშვილი (110) და გიორგი ნებუნიშვილი (80). ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები