Thumbnail
  • ბრაზილიელები კოპა ამერიკაზე ჩრდილოეთ ზონის ჯგუფში იასპარეზებენ
  • ტიტემ ნაკრებში 24 ფეხბურთელი გამოიძახა

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ტიტულის დაცვას სამშობლოში ეცდება. არგენტინისა და კოლუმბიის უარის შემდეგ, კონმებოლმა მასპინძლობის სტატუსი ბრაზილიას მიანიჭა.

სელესაოს ფეხბურთელები თავდაპირველად ტურნირის ბრაზილიაში გამართვაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა ისინი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას დაეთანხმნენ და ახლა ჩემპიონობისთვის სრული დატვირთვით იბრძოლებენ.

ტიტემ კოპა ამერიკისთვის 24 ფეხბურთელი დაასახელა. ბრაზილია ჯგუფში კოლუმბიას, პერუს, ეკვადორსა და ვენესუელას შეხვდება. ტურნირი 13 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ვევერტონი (პალმეირასი)

მცველები: ემერსონ როიალი (ბარსელონა), დანილო (იუვენტუსი), ალექს სანდრო (იუვენტუსი), რენან ლოდი (ატლეტიკო), ედერ მილიტაო (რეალი), ფელიპე (ატლეტიკო), მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (ჩელსი)

ნახევარმცველები: კაზემირო (რეალი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა), ევერტონ რიბეირო (ფლამენგო), ფაბინიო (ლივერპული), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას პაკეტა (ლიონი)

თავდამსხმელები: ევერტონი (ბენფიკა), რობერტო ფირმინო (ლივერპული), გაბრიელ ბარბოსა (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი), ნეიმარი (პსჟ), რიშარლისონი (ევერტონი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)

კომენტარები

ბოლო ამბები