Thumbnail

მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ფრანგული მედიის ცნობით, ფეხბურთელის დაზიანება უმნიშვნელოა და ის უახლოეს მომავალში, ორ-სამ დღეში შეუერთდება საფრანგეთის ნაკრების წვრთნის პროცესს.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამის გუნდში გამოძახებულმა ქარიმ ბენზემამ ტრავმა ბულგარეთთან ამხანაგური მატჩის (3:0) 41-ე წუთზე მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მის ნაცვლად მოედანზე ჩელსის ფრანგი ფორვარი ოლივიე ჟირუ შევიდა.

ქარიმს ბულგარეთთან მატჩში მოედანის დატოვება ნაადრევად მოუხდა

როგორც ირკვევა, 33 წლის ფორვარდი ნამდვილად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და დიდი ალბათობით, 15 ივნისს, ტურნირის სასტარტო შეხვედრაში გერმანიასთან სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება.

ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში 2015 წლის შემდეგ აღარ იწვევდნენ, რისი მიზეზიც მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეში მისი სავარაუდო მონაწილეობა იყო. დიდიე დეშამმა ეროვნულ გუნდში ფორვარდის დაბრუნების გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.


ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპის 11 ქალაქში ჩატარდება. საფრანგეთის ნაკრები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთან, უნგრეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები