Thumbnail

სამი ნაკრები მოკვეთეს, რუსეთი მსოფლიოს თასზე! სკანდალი რაგბიში დასრულდა?

  • რაგბი ევროპის ჩემპიონატის სკანდალი დასრულებულია?
  • მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მკაცრი ვერდიქტი გამოაცხადა
  • 14 დღის განმავლობაში ოფიციალური კომენტარი არ იქნება

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ რაგბი ევროპის ჩემპიონატის სკანდალს არანაკლებ სკანდალური გადაწყვეტილებით დაუსვა წერტილი!

რუმინეთი, ესპანეთი და ბელგია მსოფლიოს თასიდან დისკვალიფიცირებულები არიან.

მიზეზი - წესების დარღვევით გამოყვანილი "ნატურალიზებული" მორაგბეები. მათ ყოველ ასეთ შეხვედრაში -5 ქულა დაერიცხათ. 

სპეციალურმა სადისციპლინო კომიტეტმა მორაგბეთა ნატურალიზაციაში დარღვევები გამოავლინა, რომლებიც ვერც ერთმა ამ სამი სარაგბო კავშირიდან, ვერ უარყო. 

ასე მოხვდა რუსეთის ნაკრები პირდაპირ მსოფლიოს თასზე А ჯგუფში ირლანდიასთან, შოტლანდიასთან, იაპონიასთან და პლეი ოფის მომავალ გამარჯვებულთან ერთად. 

გერმანიის ნაკრებს პორტუგალიასთან მოუწევს თამაში, წარმატების შემთხვევაში კი სამოას დაუპირისპირდება. 

ასევე დადგინდა, რომ ესპანეთისა და ბელგიის სკანდალური მატჩი აღარ გადათამაშდება. 

ესპანელებს, რუმინელებსა და ბელგიელებს აპელაციის შეტანისთვის 14-დღიანი ვადა აქვთ. სანამ სააპელაციო ვადა არ გავა მსოფლიო რაგბის ორგანიზაცია ყველანაირ კომენტარზე უარს ამბობს. 

► მსოფლიო რაგბის ოფიციალური განცხადება რაგბი ევროპის სკანდალურ მატჩებზე

► სკანდალი რაგბიში გრძელდება | რუსეთი ჩივის, საქართველოს ტიტულის შანსი აქვს

► სკანდალი რაგბიში | რუმინეთს დისკვალიფიკაცია, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონობა?

კომენტარები

ბოლო ამბები