Thumbnail

არის ბასილაშვილი v ჯოკოვიჩი | რომში ნიკა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ხვდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასილაშვილი 6:4, 4:6, 6:4 ბალდი
  • შემდეგ წრეში რანდევუ ნოვაკ ჯოკოვიჩთან

იტალიის დედაქალაქში მიმდინარეობს რომის მასტერსი, რომლის საპრიზო ფონი 4.9 მილიონი ევროა.

პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (74) 22 წლის იტალიელ ფილიპო ბალდის (370) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა - 6:4, 4:6, 6:4. 

ნიკამ მასსავით საკვალიფიკაციო ბადიდან გამოსული მეტოქის ფორო იტალიკოს კორტზე დამარცხებას 2 საათზე ოდნავ მეტს მოუნდა. 

პირველ სეტში ბასილაშვილმა 3:3-ზე აართვა მეტოქეს მოწოდება და სეტიც ბოლომდე მიიყვანა. მეორეში კი თავიდანვე დათმო თავისი მოწოდება, რომელიც შემდეგში დაიბრუნა, მაგრამ 4:5-ზე ისევ წააგო საკუთარ მოწოდებაზე. ბოლო სეტში ბასილაშვილმა 2:2-ზე შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება და მერე საქმის ბოლომდე მიყვანა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის მეორე წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი (18) იქნება. სერბი ტურნირზე მე-11 ნომრად არის განთესილი. ჯოკოვიჩმა წინა დღეს უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს ორ სეტში მოუგო.

ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირება 16 მაისს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები