Thumbnail

გრიგალავას ყაზახური ვარიანტი - გიას კონფერენსლიგაში თამაშის შანსი აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების მცველს ტულის არსენალთან კონტრაქტი ამოეწურა.
  • 31 წლის ქართველი ფეხბურთელით ყაზახეთის 6-გზის ჩემპიონი ინტერესდება

საქართველოს ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ კარიერა შესაძლოა ყაზახეთში გააგრძელოს. 31 წლის ფეხბურთელით, რომელსაც ტულის არსენალთან ხელშეკრულება ამ ზაფხულს ამოეწურა, ყაზახეთის 6-გზის ჩემპიონი, მიმდინარე სუპერლიგის ლიდერი ასტანაა დაინტერესებული.

ამის შესახებ ინფორმაციას Sport24 ავრცელებს, რომლის ცნობით, გიას ასტანას გარდა რამდენიმე რუსული კლუბის ვარიანტიც აქვს.

ვილი სანიოლმა ნაკრებში გია გრიგალავა ივნისის მატჩებში აღარ გამოიძახა

ქართველი ფეხბურთელი ტულის არსენალში 2017 წლის იანვრიდან თამაშობდა, 2020/21 წლების სეზონში კი გრიგალავამ კლუბის ღირსება 21 შეხვედრაში დაიცვა. ჩემპიონატის მიწურულს, უფასთან შეხვედრაში (1:2) უხეშობისა და გაძევების გამო, ქართველი მცველი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

რაც შეეხება ასტანას, ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულმა გუნდმა წინა სეზონში ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და კონფერენსლიგაში ითამაშებს. მიმდინარე სუპერლიგაში გასული 14 ტურის შემდეგ, ასტანა სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

გია გრიგალავას, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 34 მატჩი აქვს ჩატარებული, კარიერის დიდი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული, სადაც ასევე უთამაშია: ვოლგაში, ანჟიში, კრილია სოვეტოვში, როსტოვში და სხვა გუნდებში. ცენტრალური მცველი კვიპროსში პაფოსსა და ეთნიკოსშიც გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები