Thumbnail

U17 | 9 ყვითელი და 2 წითელი - საქართველომ აზერბაიჯანს ისევ მოუგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • U17 | საქართველო 2:1 აზერბაიჯანი
  • გიორგი ჩიტაურის გუნდმა აზერბაიჯანს ზედიზედ მეორედ მოუგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებთან მეორე სპარინგი გამართა და ისევ დაამარცხა. როგორც 3 დღის წინ ამჯერადაც ქართველმა ფეხბურთელებმა 2:1 მოიგეს.

გიორგი ჩიტაურის გუნდს ანგარიში გახსნა მე-5 წუთზე შეეძლო, მაგრამ ლუკა პარკაძემ პენალტის გატანა ვერ მოახერხა. თუმცა, მან შეცდომა 29-ე წუთზე გამოისყიდა, საგოლე პასი მიითვალა და ანგარიში ნიკა ნინიძემ გახსნა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამხანაგურის სტატუსისა, თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მსაჯს 9 ყვითელი ბარათის და 2 წითელი ბარათის გამოყენება მოუწია. მე-40 წუთზე მოედანზე ვითარება დაიძაბა და ყველაფერი კინაღამ გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა, რაც შოთა დადუნაშვილის გაძევებით დასრულდა. მოედანზე რიცხობრივი თანაფარდობა 57-ე წუთზე აღდგა, როცა წითელი ბარათი აზერბაიჯანელმა მურად მუსაევმა მიიღო და გუნდებმა თამაში კაცნაკლულებმა დაასრულეს.

59-ე წუთზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უპირატესობა გიორგი ტაბატაძის გოლით გაზარდა, დარჩენილ დროში კი სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს, რომელიც მუსა მამედოვის ანგარიშზეა - 2:1. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანელი თანატოლები 5 ივნისს, ამავე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

U17 საქართველო 2:1 აზერბაიჯანი

გოლები: 1:0 ნინიძე (29), 2:0 ტაბატაძე (59), 2:1 მამედოვი (63)

კომენტარები

ბოლო ამბები