Thumbnail

TRANSFERMARKT-მა ბელგიის ჟუპილერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ფასები განაახლა. ცვლილება შეეხო გენტის ქართველ ლეგიონერ გიორგი ჩაკვეტაძეს. 

21 წლის შემტევი ნახევარმცველი დღეიდან ნახევარი მილიონი ევროთი გაიაფდა. ჩაკვეტაძე უკვე €2.7 მილიონი ღირს. 2018-2019 წლებში გიორგის ფასი პიკზე იყო, ის 9 მილიონი ევრო ღირდა და მაშინ საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო. ხშირი ტრავმების გამო, გიორგი იშვიათად თამაშობდა, ამიტომაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი ფასი TRANSFERMARKT-ზე გამუდმებით იაფდებოდა. 

ბოლო სეზონში გიორგიმ ჟუპილერ ლიგაში 3 მატჩი ითამაშა. ერთხელ კი მან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა - რაპიდთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში მან პენალტი გამოიმუშავა, სწორედ იმ მომენტში მიიღო გიორგიმ მძიმე ტრავმა. ჩაკვეტაძემ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა ბოლოს 4 ოქტომბერს მიიღო. ეროვნულ ნაკრებში მას 9 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. 

ამით ჩაკვეტაძემ ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელებში მე-3 პოზიცია დაკარგა და ახლა მხოლოდ მეოთხეა - დავით ხოჭოლავა (შახტარი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) 3-3 მილიონი ღირს. აღსანიშნავია, რომ ხოჭოლავას ფასიც დღეს შემცირდა ნახევარი მილიონით. 

ფასი შეეცვალა გიორგი წიტაიშვილსაც (დინამო კიევი) - ის 300 ათასი ევროთი გაიაფდა და €1.2 მილიონი ღირს. 

უკრაინაში და ბელგიაში მოთამაშეთაგან ფასები შეეცვალათ: ნიკა სიჭინავას (ინჰულეცი) - +200 000 (500 000 გახდა) და ლუკა ზარანდიას (ვარეგემი) - მინუს 100 000 (400 000 გახდა). ესეც ლოგიკურია, სიჭინავას კარგი სადებიუტო სეზონი ჰქონდა უკრაინის პრემიერ ლიგაში, ზარანდიას კი მთელი სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები