Thumbnail

ქეცბაია და ასპრილია Lord's-ზე - კრიკეტის ვარსკვლავის ორიგინალური საქციელი 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლონდონში ინგლისისა და ახალი ზელანდიის 5-დღიანი ტესტი ფრედ დასრულდა
  • მარკ ვუდის ორიგინალური საქციელი, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

ლონდონის სტადიონ Lord's-ზე ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტესტ-მატჩი ინგლისისა და ახალი ზელანდიის კრიკეტის ნაკრებებს შორის, რომელიც საბოლოოდ ფრედ დასრულდა. 

ტესტის ბოლო დღეს ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა მარკ ვუდმა მისი ორი ნასროლი ნიუკასლ იუნაიტედის ორ ვარსკვლავს, ფაუსტინო ასპრილიასა და თემურ ქეცბაიას მიუძღვნა. კრიკეტის ფანებს ალბათ, მაგრად გაუკვირდათ, როდესაც ვუდმა ეს ტესტისას გააკეთა, მაგრამ კრიკეტის მოთამაშის ეს მოქმედება სოციალურ მედიაში ნიუკასლ იუნაიტედის ფანებმა აიტაცეს.

მეორე ინინგის დროს, ვუდმა სროლისას დაიყვირა "ასპრილია". ვუდმა ამ სროლით კოლუმბიელი ფეხბურთელის დარტყმის სიზუსტეს გაუსვა ხაზი, როცა ზელანდიელი როს ტეილორის თამაშიდან გამოთიშვა სურდა. ასპრილიამ 48 მატჩში 9 გოლი გაიტანა ნიუკასლის მაისურით. ვუდმა მიზანს ვერ მიაღწია, ტეილორმა თავი წარმატებით დაიცვა.

მოგვიანებით ვუდი კვლავ მივიდა მიკროფონთან და კვლავაც ნიუკასლის ვარსკვლავის სახელი დაიძახა - "ქეცბაია", ამჯერად, ვუდი ჰენრი ნიკოლსის თამაშიდან გამოთიშვას ცდილობდა. მარკ ვუდი ოჯახით თაობების განმავლობაში ნიუკასლ იუნაიტედის ფანია, ასპრილია და ქეცბაია კი მისი საყვარელი ფეხბურთელები არიან ამ კლუბის ისტორიიდან.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია "სენტ ჯეიმს' პარკზე" 1997 წელს გადავიდა. ვუდსის საქციელმა სოციალურ მედიაში ნიუკასლის ფანების დიდი მოწონება დაიმსახურა. "ასპრილია" - ბრწყინვალე იყო, "ქეცბაიაც" მაგარი იყო, მაგრამ თან მაისურა უნდა გაეხადა და ბანერისთვის ფეხები უნდა ერტყა", - ხუმრობენ ნიუკასლის ფანები და ქეცბაიას სკანდალურად ცნობილ გოლის აღნიშვნას იხსენებენ ბოლტონთან მატჩში. 

კომენტარები

ბოლო ამბები