Thumbnail

გმადლობ, კაპიტანო - რეალი სერხიო რამოსს გაცილებას მოუწყობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 35 წლის ფეხბურთელი ამ ზაფხულს სამეფო კლუბს დაემშვიდობება
  • ფლორენტინო პერესს სერხიოსთვის გაცილების ორგანიზება სურს   

მადრიდის რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელსაც ხელშეკრულება უმთავრდება, ძალიან მაღალი ალბათობით, ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს. ესპანური მედიის ინფორმაციით კი, "სამეფო კლუბი" ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად მზადებას იწყებს.

როგორც ირკვევა, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სერხიო რამოსთან დაკავშირებას აპირებს, რათა ივნისში 35 წლის ფეხბურთელის გაცილებას ორგანიზება გაუკეთოს. მადრიდულ კლუბში სურთ, რომ სერხიო თანაგუნდელებს დაემშვიდობოს და რეალში მოგებულ 22 ტიტულთან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათი გადაიღოს. რას ფიქრობს ამ იდეაზე თავად რამოსი, ჯერჯერობით უცნობია. 

სერხიო რამოსი ლუის ენრიკემ ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა

თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობაზე ფეხბურთელთან დალაპარაკებას აპირებდა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, თუმცა ახლა წერენ, რომ რეალსა და სერხიოს შორის კონტრაქტის გახანაგრძლივება უკვე გამორიცხულია. თანხა, რომლის გადახდასაც კლუბი ესპანელი ფეხბურთელისთვის თანხმდებოდა, გუნდის ახალწვეულისთვის, დავიდ ალაბასთვის არის განკუთვნილი, რომლის ტრანსფერი ოფიციალურად უკვე გამოცხადდა. 

სერხიო რამოსი მადრიდის რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს და მასთან ერთად 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯებული გახდა. ბოლო სეზონში ფეხბურთელმა კლუბის მაისურით 21 მატჩი ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები