Thumbnail

ძიუდო | უმედლო დღე - ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ

  • ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა
  • მარგველაშვილმა, ლევიცკა-შუკვანმა და ჯანაშვილმა გამოსვლა ადრევე დაასრულეს 

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლად იასპარეზა სამივე ქართველმა სპორტსმენმა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე გასულმა ვაჟა მარგველაშვილმაც, ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმაც და მარიამ ჯანაშვილმაც თავიანთი პირველივე ორთაბრძოლები დათმეს და ასპარეზობა დაასრულეს.

ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდის, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე მოლდოველი ვადიმ ბუდესკუ იყო. ვაჟას აქტიურობის მიუხედავად, ორთაბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, სადაც მოულოდნელად, იპონით მოლდოველმა იმარჯვა.


უიღბლო გამოუვიდათ სტარტი ქალთა შორის 52 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტეტიანა ლევიცკა-შუკვანსა და მარიამ ჯანაშვილსაც. ტეტიანამ პირველ წრეში გამოსვლა, სადაც მეტოქედ აზერბაიჯანელი გულთაჟ მამადალიევა ჰყავდა, ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა და ტურნირს ჩაეხსნა. 

რაც შეეხება ჯანაშვილს, მარიამი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი ქართველი ძიუდოისტი მონღოლ სოსორბარამ ლხაგვასურენთან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.  


8 ივნისს ბუდაპეშტში მედლები ვაჟთა შორის -73, ხოლო ქალთა შორის -57 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოდან ტატამიზე სამი ძიუდოისტი გავა - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.

კომენტარები

ბოლო ამბები