Thumbnail

ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზეს - ვეინალდუმმა ბარსელონას პსჟ ამჯობინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჟორჟინიო ვეინალდუმი 1 ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება
  • ნიდერლანდელმა პარი სენ-ჟერმენზე გააკეთა არჩევანი

ლივერპულის ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი, დიდი ალბათობით, კარიერას ფრანგულ პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. Sky Sports-ის ცნობით, პარიზულმა გუნდმა ნიდერლანდელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწია.

ვეინალდუმს ლივერპულთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ინგლისის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს. ის 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი ხდება და არჩევანის გაკეთება შეუძლია. აქამდე ვეინალდუმის მომავალი ბარსელონასთან ასოცირდებოდა და ესპანური გრანდი მისთვის სამედიცინო შემოწმებასაც ამზადებდა, მაგრამ ბოლო ცნობებით, ბარსას პსჟ-მ აჯობა.

ვეინალდუმი ამჟამად ნაკრებშია და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

ზემოხსენებული წყაროს თანახმად, ფრანგებმა ნიდერლანდელ ნახევარმცველს ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზეს, ვიდრე ამჟამად ლივერპულში იღებს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა და 30 წლის ფეხბურთელმა ბარსელონას პსჟ ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო ვეინალდუმი ლივერპულში 2016 წლიდან თამაშობდა და 237 შეხვედრაში 22 გოლის გატანა მოახერხა. ნიდერლანდელს ნიუკასლ იუნაიტედში, პსვ ეინდჰოვენსა და ფეიენოორდშიც უთამაშია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები