Thumbnail

'ორშაბათს შემოგვიერთდება' - მარტინესი ამბობს, რომ დე ბრუინი ევროზე ითამაშებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

მანჩესტერ სიტის ბელგიელი ლიდერი, კევინ დე ბრუნიმ სახის არეში მიკრო-ოპერაცია გაიკეთა და როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი - რობერტო მარტინესი ამბობს, დე ბრუნი ხვალ ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.

29 წლის ნახევარმცველი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ანტონიო რუდიგერისთან შეტაკებისას მძიმედ დაშავდა - ცხვირის დეფორმაციას, შემდეგ მარცხენა თვალის გასიებაც დაემატა და საბოლოოდ, ბელგიელმა მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

რობერტო მარტინესის ბელგიის ნაკრები, ევრო 2020-ის პირველ მატჩს, 12 ივნისს, რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. ხოლო 17 და 21 ივნისს ბელგიელები ჯერ დანიას, შემდეგ კი ფინეთს ეთამაშებიან.

"ოპერაცია 20 წუთი გაგრძელდა..." - ამბობს რობერტო მარტინესი. "ძალიან კარგად ჩაიარა და ყველაფერი რიგზეა. წესით აღდგენისთვის დიდი დრო არ დასჭირდება."

კომენტარები

ბოლო ამბები