Thumbnail
  • უნიქსი 73:78 ცსკა
  • ქართველი კალათბურთელის გუნდი სერიაში დაწინაურად

თორნიკე შენგელიას ცსკა VTB ლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩში უნიქსს ესტუმრა და მეტოქეს სტუმრად 8 ქულით, 85:77 მოუგო. ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყო.

შენგელიამ 23:20 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა.

ცსკა-ს ვილ კლაიბერნმა ულიდერა, რომელმაც უნიქსს 19 ქულა ჩაუგდო, უხოვმა 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ლუნდბერგმა 16 ქულა მიითვალა. ფინალური სერიის მომდევნო მატჩი 7 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც გუნდები ერთმანეთს უკვე ცსკა-ს არენაზე 10 ივნისს შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები