Thumbnail

6 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ენსხედეში ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც ევრო 2020-ისთვის ემზადება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად, ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია (ჯაბა კანკავას არყოფნაში) გამოცხადდა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი ნიდერლანდურ ვიტესში გაატარა და ამ კლუბის ლეგენდაა.

გურამ კაშია: "ნიდერლანდებში სათამაშოდ დაბრუნება? იმედი მაქვს, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. ევროპული პასპორტის გარეშე ნიდერლანდურ კლუბს ჩემი აყვანა ძალიან გაუჭირდება. მშვენიერი იქნებოდა, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში თამაშიც მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ მოხდება
იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებში რაც შეიძლება, დიდხანს ვითამაშებ". 

ვილი სანიოლი გურამ კაშიაზე: "გურამი შესანიშნავ ფორმაშია და ის ნებისმიერი კლუბისთვის სერიოზული შენაძენი იქნება. თუ როგორ ფორმაშია კაშია, ამას თავად ნახავთ ხვალ". 

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიამ ვიტესი 2018 წელს დატოვა და მას მერე ამერიკულ MLS-ში თამაშობდა. კაშია მცირე პაუზის მერე ფეხბურთს თბილისის ლოკომოტივში დაუბრუნდა. 33 წლის გურამ კაშიას ეროვნულ ნაკრებში 85 მატჩი აქვს ნათამაშები. 

კომენტარები

ბოლო ამბები