Thumbnail

სუპერფინალის მოლოდინში - აია და ბათუმი ტიტულისთვის იბრძოლებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბათუმი 28:13 აკადემია - ბათუმელები ჩემპიონის ტიტულის დაცვას ეცდებიან
  • აია 31:12 ყოჩები - ქუთაისური კლუბი ფინალს საკუთარ არენაზე ითამაშებს

დიდი 10-ის პირველი ფინალისტი ბათუმში გამოვლინდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმმა აკადემიას უმასპინძლა და მეტოქეს 28:13 სძლია. პირველი ტაიმი ფრედ 13:13 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში ბათუმმა მეტოქეს 3 ლელო დაუდო და ფინალისტის ვინაობაც გაარკვია.

ბათუმი (31) - ლელოები: ფუტკარაძე, მამრიკიშვილი, ქადარია 2. მამუკა ნინიძემ 1 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა.

აკადემია (13) - ლელო: ბერიკაშვილი. დავით მოძღვრიშვილმა 1 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა.

მეორე ნახევარფინალში ქუთაისის აიამ ბოლნისის ყოჩები 19 ქულით, 31:12 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქუთაისელებმა ტაიმი 24:5 მოიგეს, რის შემდეგაც გუნდებმა მეორე ტაიმში თითო ლელო გაცვალეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ბოლნისის ყოჩები და აკადემია შეხვდებიან, ხოლო ფინალში ქუთაისის აია ბათუმს შეხვდება. 30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე აია არენაზე დიდი 10-ის დიდი ფინალი გაიმართება, სადაც ქუთაისური აია ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას 26 წლის შემდეგ შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები