Thumbnail

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ლისაბონში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ასპარეზობას აგრძელებს. პორტუგალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ, ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილი ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა.

გერმანელებმა პირველი ტაიმი 22:0 მოიგეს, რის შემდეგაც მეორე ნახევარში კიდევ ერთი ლელო დადეს და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს - 29:0. საქართველოს 7-კაცა ნაკრები ამ დროისთვის ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლიეტუვის ნაკრებს შეხვდება და ეცდება, რომ პლეი ოფში უკეთეს მეტოქეს შეხვდეს. დიდი ალბათობით, საქართველოს მეოთხედფინალში რუსეთთან ან ესპანეთთან თამაში მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები