Thumbnail
  • პორტუგალია 19:12 საქართველო
  • საქართველომ ლისაბონის რაგბის ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე წააგო

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა ლისაბონში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ასპარეზობა დაიწყო და პირველ მატჩში მასპინძელ პორტუგალიასთან 12:19 დამარცხდა.

პორტუგალიელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 19:0-ს იგებდნენ, რის შემდეგაც რევაზ ხარაზიშვილმა და გიორგი შკინინმა ლელოების გატანა მოახერხეს და ანგარიშში სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს.

შკინინმა პორტუგალიას საოცარი ლელო დაუდო. მან საკუთარი 22-დან შეტევა წამოიწყო, რომელიც თვითონვე დაასრულა. საქართველოს 7-კაცა ნაკრებს მომდევნო მატჩი გერმანიის წინააღმდეგ ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები