Thumbnail
  • ქარიმ ბენზემას კილიან მბაპეს მადრიდის რეალში ხილვა სურს
  • ფრანგმა ფორვარდმა თანამემამულეზე ვრცლად ისაუბრა

მადრიდის რეალის შემტევმა ქარიმ ბენზემამ ფრანგულ პრესასთან კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. ბენზემამ, რომელიც ნაკრებში 5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მბაპესთან ერთად ითამაშა, ისურვა, რომ კილიანი მადრიდის რეალში მალე გადავიდეს.

''მბაპეს ტრანსფერი რეალში იდეალური იქნება. მინდა, რომ ის რეალს სწრაფად შეუერთდეს, თუ პარი სენ ჟერმენს დატოვებს. კილიან სწრაფი და ეფექტური მოთამაშეა, რომელმაც ნებისმიერ დროს იცის, რა უნდა გააკეთოს. ყველა დიდებულ ფეხბურთელს მადრიდში თამაში სურს. ვუსურვებ, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში მალე დადგეს'', - განაცხადა ბენზემამ.

მადრიდის რეალი კილიან მბაპეს ტრანსფერზე დიდი ხანია ფიქრობს. როგორც ესპანური მედია წერს, ფლორენტინო პერესის მთავარი სამიზნე ზაფხულში სწორედ ფრანგი ფეხბურთელის დამატება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები