Thumbnail
  • კალაშნიკოვა/ჰიბინო 1:6, 2:6 ნიკულესკუ/ოსტაპენკო
  • საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაში ბოლო ქართველმა ჩოგბურთელმა დაასრულა

30 წლის ოქსანა კალაშნიკოვამ საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაში დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელ საფრანგეთის ღია პირველობას ბოლო ქართველი ჩოგბურთელი გამოეთიშა.

კალაშნიკოვამა და იაპონელმა ნაო ჰიბინომ პირველ წრეში რუსი ალინა კალინსკაია და სლოვაკი ვიკტორია კუზმოვა 6:2, 6:3 დაამარცხეს, დღეს კი, მე-12 განთესვის მქონე რუმინელ მონიკა ნიკულესკუსთანა და ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან შანსი არ ჰქონიათ – 1:6, 2:6. თამაში მხოლოდ ერთ საათს გაგრძელა, ქართულ-იაპონურ წყვილს ბრეიკ-პოინტი არ მისცემია, თავად კი მოწოდება 5-ჯერ წააგო.

შეგახსენებთ, რომ როლან გაროსს უფრო ადრე გამოეთიშნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ეკატერინე გორგოძე. ბასილაშვილმა პირველ რაუნდში სერბ დუშან ლაიოვიჩს 6:4, 6:3, 0:6, 6:2 სძლია, რასაც ესპანელ კარლოს ალკარასთან მარცხი მოჰყვა – 4:6, 2:6, 4:6. გორგოძემ კვალიფიკაციაში სამ მეტოქეს აჯობა, ძირითად ბადეში კი დანიელ კლარა ტაუსონთან 4:6, 2:6 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები