Thumbnail
  • ბუბა დაუშვილმა აპოელ-თან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 32 წლის ნახევარმცველმა ბოლო ორი სეზონი ანორთოსისში გაატარა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუბა დაუშვილი კარიერას ნიქოზიის აპოელ-ში გააგრძელებს. კვიპროსული გუნდის ვებგვერდმა ინფორმაცია დაადასტურა და ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტო 2023 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

დაუშვილს ანორთოსისთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირდება, მაგრამ ხელშეკრულება გაწყვიტა და აპოელს შეუერთდა. ნიქოზიელებმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მე-3 ქართველი ფეხბურთელი დაიმატეს. დაუშვილამდე გიორგი ქვილითაია და თორნიკე ოქრიაშვილი გადაიბირეს.

32 წლის ნახევარმცველი ანორთოსისში 2019 წლიდან 60 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. დაუშვილს მანამდე ჰალადაშში, დიოშგიორში, კარპატიში და ზესტაფონში უთამაშია. საქართველოს ნაკრებში 39 თამაში აქვს ჩატარებული.

ნიქოზიის აპოელ-ი 1926 წელს დაარსდა და კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. აპოელ-ს ქვეყნის ჩემპიონობა - 28-ჯერ, კვიპროსის თასი კი 21-ჯერ აქვს მოგებული. გუნდმა, რომელსაც სავას პურსაიდისი წვრთნის, 2020/21 წლების ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები