Thumbnail
  • არგენტინა 1:1 ჩილე
  • ალბისელესტემ დიეგოს გარდაცვალების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა
  • ქალაქ სანტიაგო დელ ესტეროში დიეგო მარადონას ძეგლი გაიხსნა
  • ლიონელ მესის ზუსტი პენალტის შემდეგ ალექსის სანჩესმა გაათანაბრა

არგენტინს ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჩილეს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა. 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ციკლის ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურის შეხვედრა, რომელიც არგენტინის ქალაქ სანტიაგო დელ ესტეროში გაიმართა, ანგარიშთ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის დაწყებამდე სანტიაგო დელ ესტეროში, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილება არგენტინის ნაკრების მოთამაშეებმა მიიღეს.

სანტიაგო დელ ესტეროში მატჩის წინ დიეგო მარადონას ძეგლი გაიხსნა 

დიეგო მარადონა შარშან ნოემბერში, 60 წლის ასაკში გარდაიცვა. ოფიციალურ მიზეზად გულის ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული ფილტვების მწვავე შეშუპება დასახელდა. ჩილესთან დაპირისპირება არგენტინის ეროვნული გუნდისთვის პირველი ოფიციალურ მატჩი იყო მას შემდეგ, რაც დიეგო გარდაიცვალა და არენა "უნიკო მადრე დე სიუდადესზე" მასპინძელი ფეხბურთელები, მარადონას ხსოვნის პატივსაცემად, სპეციალური მაისურებით წარსდგნენ.

არგენტინელთა მაისურებზე მარადონას ფოტო და სათამაშო ნომერი '10' იყო აღბეჭდილი

ანგარიში შეხვედრის 24-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, ზუსტი 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა. 12 წუთის შემდეგ წონასწორობა ჩილეთა თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა აღადგინა. თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა.

არგენტინის ნაკრები, ხუთ მატჩში მოპოვებული 11 ქულით, ჯგუფში მეორე ადგილზე რჩება. ლიონელ სკალონის გუნდი ქულით ჩამორჩება ლიდერ ბრაზილიას (12) და 2 ქულით უსწრებს ეკვადროს,, რომლებსაც თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ჩილეს 5 ქულა აქვს და ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები