Thumbnail
  • სან პაბლო ბურგოსი 68:92 ლენოვო ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სან პაბლო ბურგოსს ესტუმრა და სერიის მეორე მატჩიც მოიგო. საქართველოს ნაკრების ცენტრმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

გიორგიმ პარკეტზე 27:18 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა, რომელიც სან პაბლო ბურგოსის ღირსებას იცავს, პარკეტზე 20 წუთი გაატარა და შეხვედრა 10 ქულით, ერთი მოხსნითა და 3 გადაცემით დაასრულა.

შერმადინის ტენერიფეს მეტოქე ნახევარფინალში ხუვენტუდ ბადალონასა და ბარსელონას შორის ირკვევა. კატალონიელებს სერიის პირველი მატჩი მოგებული აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები