Thumbnail

კვიპროსულმა აპოელ-მა რამდენიმე საათში ორი ქართველი ფეხბურთელი გაიფორმა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა ჯერ გენტის გიორგი ქვილითაიასთან 3-წლიანი კონტრაქტის შესახებ გამოაცხადა, შემდეგ კი თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერიც გვამცნო ანორთოსისიდან.

როგორც ქვილითაიასთან, ოქრიაშვილთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც 2024 წლის მაისში დასრულდება. "კეთილი იყოს გიორგი შენი ფეხი კვიპროსის საუკეთესო კლუბში და დაე, გუნდთან ერთად ბევრი ევროპული გამარჯვება გეზეიმოს", - წერს აპოელ-ის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული მედია თემურ ქეცბაიას კიდევ ერთ ფეხბურთელს უკავშირებს აპოელ-ს - ბუბა დაუშვილს. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა გასულ სეზონში ანორთოსისის რიგებში ჩემპიონატში 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა. "ტრანსფერმარკტი" მას 1 მილიონ ევროდ აფასებს. თორნიკეს მაისში კონტრაქტი ამოეწურა თემურ ქეცბაიას გუნდთან და აპოელ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები