Thumbnail

როლან გაროსი | ბასილაშვილი 18 წლის ესპანელთან სამ სეტში დამარცხდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საფრანგეთის ღია პირველობის მე-2 რაუნდში 28-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (31) 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა - 4:6, 2:6, 4:6

პირველ სეტში თანაბარი თამაში წარიმართა, თუმცა 45 წუთში ის ესპანელმა მოიგო - 6:4. 3:3-ზე ალკარასმა შეძლო ნიკას მოწოდების აღება და მას მერე, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა, საკუთარ მოწოდებებზე შეცდომებს თითქმის არ უშვებდა.

მე-2 სეტი დაიწყოდა ბასილაშვილმა მაშინვე დათმო საკუთარი მოწოდება, შემდეგ მეორეც. მართალია, 0:3-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის გეიმი "წამოიღო", მაგრამ იქვე კიდევ ერთხელ დათმო - საკუთარი. სეტი ნიკამ ნახევარ საათში დათმო - 2:6. 

მესამე სეტში ბასილაშვილმა 1:1-ზე დათმო საკუთარი მოწოდება და ალკარასმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 3:4-ზე ქართველ ჩოგბურთელს სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა, თუმცა ნიკამ ბრძოლა გააგრძელა და მაშინვე მოიგო ესპანელის მოწოდება. სამწუხაროდ, ეს ბოლო გამონათება იყო მატჩში, ბასილაშვილმა ისევ დათმო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე და მერე მატჩიც.

კომენტარები

ბოლო ამბები