Thumbnail
  • გიორგი ქვილითაია გენტიდან აპოელ-ში გადავიდა
  • ბოლო სეზონი მან იჯარით ანორთოსისში გაატარა

საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდი საფეხბურთო კარიერას კვიპროსულ აპოელ-ში გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქვილითაიამ აპოელ-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2024 წლის მაისში გაუვა. "კეთილი იყოს გიორგი შენი ფეხი კვიპროსის საუკეთესო კლუბში და დაე, გუნდთან ერთად ბევრი ევროპული გამარჯვება გეზეიმოს", - წერს აპოელ-ის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ გენტის ფორვარდი ბელგიურმა კლუბმა ანორთოსისში გაანათხოვრა, სადაც ჩემპიონატში მან 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა. "ტრანსფერმარტის" მიხედვით, ქვილითაია 1.8 მილიონი ევრო ღირს. საქართველოს ნაკრებში მან 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები