Thumbnail
  • საქართველო 2:0 ლიეტუვა | გოლები: 1:0 ჯვარაშვილი (3), 2:0 თოდუა (28)
  • ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის ჩემპიონატისთის მზადება დაიწყო

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური მატჩი გამართა და ლიეტუვის ნაკრებს უმასპინძლა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, მაგრამ ლიეტუვას გადახალისებული შემადგენლობით, ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე დაუხვდა. ამის მიუხედავად გამარჯვება საკმაოდ იოლად მოიპოვა.

ანგარიში სწრაფად გაიხსნა. მე-3 წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა კარგად ითამაშა და მეტოქის კარი დალაშქრა. პირველ ტაიმში ასათიანის გუნდს კიდევ არაერთი საგოლე შანსი ჰქონდა, ორჯერ ბურთი ძელსაც მოხვდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

ირაკლი თოდუამ ლიეტუველთა კარში გოლი გაიტანა

მომენტის გარეშე არც სტუმრები იყვნენ, ლიეტუვა მე-2 ტაიმშიც აქტიურობდა და საქართველოს ნაკრების მეკარე დავით ბუკიამ თავისი გუნდი რამდენჯერმე იხსნა. 28-ე წუთზე ქართველებმა უპირატესობა გაზარდეს - თავი ირაკლი თოდუამ გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა. დარჩენილ დროში გუნდებმა გოლი ვეღარ გაიტანეს და საქართველომ 2:0 იმარჯვა.

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებები ამხანაგურ შეხვედრაში კიდევ ერთხელ, 4 ივნისს შეხვდებიან. ავთანდილ ასათიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე ნიდერლანდებში გაიმართება.

საქართველო 2:0 ლიეტუვა

გოლები: 1:0 ჯვარაშვილი (3), 2:0 თოდუა (28)

საქართველო: ბუკია, ჯინჭარაძე - თოფურია, გიორგაია, ჯვარაშვილი, ღავთაძე, ჯამბურია, ჩიმაკაძე, ექიზაშვილი, თოლორდავა, კეკელია, სვანიძე, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, თოდუა

კომენტარები

ბოლო ამბები