Thumbnail
  • ჰიბინო/კალაშნიკოვა 6:2, 6:3 კალინსკაია/კუზმოვა
  • ქართველი ჩოგბურთელი მე-2 რაუნდში ითამაშებს

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ საფრანგეთის ღია პირველობის სასტარტო წრის დაძლევა მოახერხა. კალაშნიკოვა ტრადიციულად წყვილთა თანრიგში თამაშობს, მისი პარტნიორი კი ამჯერად იაპონელი ნაო ჰიბინო გახლავთ.

ქართველი და იაპონელი ჩოგბურთელები პირველ რაუნდში რუს ალინა კალინსკაიასა და სლოვაკ ვიკტორია კუზმოვას გაეჯიბრნენ და 6:2, 6:3 მოიგეს.

მე-2 წრეში კალაშნიკოვასა და ჰიბინოს მეტოქეები მე-12 განთესვის მქონე რუმინელი მონიკა ნიკულესკუ და ლატვიელი ელენა ოსტაპენკო იქნებიან, რომელთაც დღეს უკრაინელი მარტა კოსტიუკი და ბელარუსი ალიაკსანდრა სასნოვიჩი 6:0, 6:3 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვას “როლან გაროსზე” საუკეთესო შედეგი 2013 წელს ჰქონდა, როდესაც წყვილთა შეჯიბრში მე-3 ეტაპზე გასვლა მოახერხა. მაშინ მისი მეწყვილე პოლონელი ალისია როსოლსკა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები