Thumbnail
  • 📅 6 ივნისი | ⌚ 20:00 | ⚽ ნიდერლანდები V საქართველო
  • ვილი სანიოლის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში ჩავიდა, სადაც მასპინძლებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის განკარგულებაში 25-ვე ფეხბურთელია, რომლებიც რუმინეთში იმყოფებოდნენ.

საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს ისტორიაში პირველად შეხვდება. მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდმა რუმინეთში გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი აბურჯანიას გოლებით 2:1 მოიგო. ფრანგი სპეციალისტის ქართულ კარიერაში ეს პირველი გამარჯვება იყო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), გიორგი მამარდაშვილი (თბილისის ლოკომოტივი).

მცველები: გურამ კაშია (თბილისის ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე), ლაშა დვალი (ფერენცვაროში), დავით ხოჭოლავა (შახტარი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგერი), საბა კვერკველია (როტორი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ვაკო გვილია (ლეგია), ზურიკო დავითაშვილი (როტორი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი), ლევან შენგელია (ქონიასპორი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი).

✈️ ეროვნული ნაკრები ენსხედეში ჩაფრინდა

Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 03 ივნისი, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები