Thumbnail
  • ნიქოზიის აპოელმა და გენტმა გარიგების დეტალები გაიარეს
  • 27 წლის ფორვარდი, დიდი ალბათობით, ისევ კვიპროსში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას, სავარაუდოდ, აპოელში გააგრძელებს. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმება უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელია.

Larnakasports-ის ინფორმაციით, აპოელმა და ბელგიურმა გენტმა, რომლის კუთვნილებაც გახლავთ ქართველი შემტევი, ხელშეკრულების დეტალები უკვე გაიარეს, თუმცა პირობები ამ ეტაპზე არ ხმაურდება. ქვილითაიას გენტთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და ბელგიელები მხოლოდ გაყიდვაზე არიან თანახმა.

ქვილითაიამ ანორთოსისში თავი კარგად წარმოაჩინა

ნიქოზიის აპოელი 1926 წელს დაარსდა და კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. აპოელ-ს ქვეყნის ჩემპიონობა - 28-ჯერ, კვიპროსის თასი კი 21-ჯერ აქვს მოგებული. გუნდმა, რომელსაც სავას პურსაიდისი წვრთნის, 2020/21 წლების ჩემპიონატი მე-8 ადგილზე დაასრულა.

გიორგი ქვილითაიამ გასული სეზონი იჯარით ანორთოსისში გაატარა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა ფამაგუსტელთა რიგებში კვიპროსის თასი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები