Thumbnail

დაუშვილი აპოელში? ნიქოზიელები ბუბას უკეთეს პირობებს სთავაზობენ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბუბა დაუშვილით ნიქოზიის აპოელია დაინტერესებული
  • 32 წლის ფეხბურთელს ანორთოსისთან კონტრაქტი აკავშირებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუბა დაუშვილი შესაძლოა ნიქოზიის აპოელში გადავიდეს. კვიპროსული გუნდი ქართველი ნახევარმცველით დაინტერესებულია და მას უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე ანორთოსისში იღებს.

თუმცა, კვიპროსული მედია წერს, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულადაა. დაუშვილს ანორთოსისთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, აპოელს კი მისი ტრანსფერის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურს. ამიტომაც, ფეხბურთელმა ანორთოსისთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე უნდა იმუშაოს.

დაუშვილი ანორთოსისში შეუცვლელი ფიგურაა

დაუშვილი თემურ ქეცბაიასთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ფამაგუსტელების გეგმებში მისი უფასოდ გაშვება არ შედის, მაგრამ მეორეს მხრივ, ქართველ სპეციალისტს გუნდში არ სურს ისეთი ფეხბურთელების შენარჩუნება, რომელთაც ანორთოსისში თამაში არ უნდათ.

აღსანიშნავია, რომ აპოელს დაუშვილის გარდა, კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქვილითაიასაც აქტიურად უკავშირებენ, რომელიც ბელგიური გენტის საკუთრებაშია. 32 წლის ბუბა დაუშვილი ანორთოსისში 2019 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში 31 მატჩში გოლი არ გაუტანია.

კომენტარები

ბოლო ამბები